“საქართველოს ბანკის” ვიზაბარათის მფლობელები, Garmin-ის საათის მეშვეობით, გადახდებს განახორციელებენ

“საქართველოს ბანკი” ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს და მომხმარებელს, კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს.
“საქართველოს ბანკისა” და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, “საქართველოს ბანკი” ვიზაბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდები Garmin-ის „ჭკვიანი საათით“ განახორციელონ.
უკონტაქტო, „ჭკვიანი საათით“ გადახდის მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ტრანზაქციები სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად – მომხმარებელს აღარ მოუწევს ბარათებისა თუ ნაღდი ფულის ტარება. აღსანიშნია, რომ კომფორტულ, უკონტაქტო გადახდებთან ერთად, Garmin-ის საათი ითვლის მომხმარებლის ფულს, აკონტროლებს მფლობელის ადგილმდებარეობას, ეხმარება ვარჯიშის განრიგის განსაზღვრასა თუ კალორიების დათვლაში. Garmin-ის ჭკვიან საათს, ასევე, შეუძლია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, შემომავალი ზარების მიღება და სხვა მრავალი ფუნქციის განხორციელება.
გადახდების სისტემა იყენებს ბარათის მონაცემების უნიკალურ ციფრულ იდენტიფიკატორს, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების პროცესისთვის ფაქტობრივი ანგარიშის მონაცემების გამჟღავნების გარეშე. იმისთვის, რომ მოხდეს საათის მეშვეობით გადახდა, საჭიროა, მომხმარებელმა დაადოს საათი ტერმინალს.
ყველას, ვინც „საქართველოს ბანკის“ VISA პლასტიკურ ბარათს ფლობს, Garmin-ის საათების შეძენა ექსკლუზიურად შეუძლია „საქართველოს ბანკის“ SOLO ლაუნჯებში, საქართველოს მასშტაბით.
„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ ექსკლუზიურად ჩვენს მომხმარებელს და, პირველად მთელი კავკასიის რეგიონში. თანამედროვე რეალობაში დროის სწორად დაგეგმვა და გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ, მაქსიმალურად დავზოგოთ ბანკის მომხმარებლის დრო და შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული და, ამავე დროს, ინოვაციური პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ პირველად კავკასიის რეგიონში სწორედ „საქართველოს ბანკთან“ და Visa-სთან ერთად გახდა შესაძლებელი – ინოვაციური, უკონტაქტო, Garmin-ის საათით გადახდის მეთოდის დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდის Garmin-ის საათით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქციით ისარგებლოს“, – განაცხადა „საქართველოს“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი ეკუთვნის ინტერნეტგადახდებს. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით მომხმარებლებს სწორედ ასეთ მომავალთან ვაახლოებთ. ბანკის მომხმარებლები გადახდების განხორციელებას მარტივად და უსაფრთხოდ, გადახდის ტერმინალზე საათის ერთი შეხებით შეძლებენ“, – განაცხადა ვირა პლატონოვამ Visa CISSEE-ის უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონალურმა მენეჯერმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები