ვარკეთილში ბანკის დაყაჩაღებისას დაშავებული ორი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული “ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 1 პირი დაიჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
თუმცა, შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 ქალი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალბატონებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ, თუმცა, ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული დაზიანებები.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით გამოძიება საქ. სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავეების დასაკავებლად.
ცნობისათვის, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვარკეთილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის დროს 1 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები