ირაკლი კოვზანაძე: გიორგი ქობულიაზე წარსულ დროში ნუ ვისაუბრებთ, ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრზე, გიორგი ქობულიაზე წარსულ დროში საუბარი არ შეიძლება. მისივე განმარტებით, ის ჯერ კიდევ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს და მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ.
“ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე მუშაობს და, აქედან გამომდინარე, დაველოდოთ მის კომენტარს. განცხადებებს შემდეგ გავაკეთებთ. წარსულ დროში ნუ ვისაუბრებთ. როცა იქნება და თუ იქნება მისი განცხადება, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ვერ გეტყვით, რა კანდიდატურა განიხილება. თუ ეს საკითხი დადგება, პრემიერმინისტრი გადაწყვეტს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​​
ცნობისათვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები