კადეტებმა წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს (ფოტოკოლაჟი)

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეები, მიღების წესები, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს, ასევე, დღის განრიგი და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა. კადეტებმა მოსწავლეებს სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები განსაკუთრებით მისაღები გამოცდების პირობებითა და ფიზიკური აქტივობებით დაინტერესდნენ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. სასწავლებლის ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მოსწავლეებთან საჯარო შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები