დატოვებს თუ არა თანამდებობას ქობულია – ხვალ პრემიერი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშ ხვალ, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა ჩატარდება.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური აღნიშნულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
გიორგი ქობულიამ დღეს დილით ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე იღებს.
„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები