გარემოსდაცვითი სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის ახალი პროექტი დაიწყო

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ევროკავშირმა ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის სახელწოდებაა „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად“.
პროექტის გახსნის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა ახალი პროექტის „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად’’ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში მხარდაჭერისთვის.
“ევროკავშირი აძლიერებს თავის მხარდაჭერას საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალი პროექტი გულისხმობს გარემოს დაცვის, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების გატარებას. პროექტი ითვალისწინებს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გარემო პირობების გაუმჯობესების, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო პირობების უზრუნველყოფის კუთხით”,- განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა.
აღნიშნული პროექტის მიზანს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტი 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს და ითვალისწინებს შემდეგ ქმედებებს: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას; საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის შემუშავებას; შესაძლებლობათა გაძლიერებას ასოცირების შესახებ შეთანხმების აქროლადი ორგანული ნაერთების (VOCs, აონ-ები) დირექტივების ვალდებულებების აღსრულებისა და ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული დებულებების განხორციელებისთვის; ზურმუხტის ქსელის განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის (NBMS) ინდიკატორების დანერგვას; ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებების განხორციელებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ხატია წილოსანმა ახალი პროექტის „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ევროკავშირის და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში მხარდაჭერისთვის.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიებას აგრეთვე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), ნაკრესი – სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების და შესაბამისი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები