პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს

0

პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „კვირას“ დაკავებულების ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებმა საპატიმრო დატოვეს და, უახლოეს დღეებში, პოლონეთიდან საქართველოში მათი დეპორტაცია განხორციელდება.
მისი თქმით, დაკავებულებს – გოგა გოგალაძესა და ნიკა ქუჩუკიანს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა, მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, მათ უდანაშაულობა დაამტკიცეს.
ადვოკატის თქმით, ქართველი ახალგაზრდების გათავისუფლების მიუხედავად სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება, რადგან ნიკა ქუჩუკიანსა და გოგა გოგალაძეს, დაკავების მომენტსა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ, სამართალდამცველები არაადამიანურად მოექცნენ.
ლედი ტუკვაძე მიიჩნევს, რომ ქართველების დაკავებისას მათი უფლებები დაირღვა.
2019 წლის თებერვალში პოლონეთში 4 ქართველი, 7 უკრაინელი და 1 მოლდოველი დააკავეს. ადგილობრივი მედია ამტკიცებდა, რომ ისინი პოლიციელებს თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი