ირაკლი კობახიძე: ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მითქვამს (ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარე, თითქოსდა, ოპოზიციის მიმართ უწმაწურ სიტყვას იყენებს. მან აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაცია უწოდა. მისივე თქმით, მას მსგავსი სიტყვა ცხოვრებაში არ უხმარია და ეს უფრო აღნიშნული ტელევიზიის დირექტორის სტილია.
​„რუსთავი2-ს“ გავრცელებული აქვს, რომ, თითქოს, ბილწი სიტყვა ვიხმარე. ტყუილი ინფორმაციაა გავრცელებული. მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები