შალვა შავგულიძე: მე, ბოკერია და ხოშტარია თანამოაზრეები ვართ, რომ ცუდი იყო უსამართლობა იმდროინდელი ხელისუფლების პირობებშიც და ცუდია ახლაც

“მე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია თანამოაზრეები ვართ, რომ ცუდი იყო უსამართლობა იმდროინდელი ხელისუფლების პირობებშიც და ცუდია ახლაც”, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ უზენაესი სასამართლოს წინ აქციაზე განაცხადა.
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, დღეს ჩვენს ქვეყანაში გადასარჩენი არის სამართალი და ვინც მას გვერდით დაუდგება, მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.
„მათ ის მოსამართლეები ასამართლებდნენ უსამართლოდ, რომლებიც გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩაიყენა საკუთარ მსახურებაში. მე მართალი ვიყავი მაშინაც და ახლაც. მე სამართლისა და სამართლის უზენაესობისთვის ვიბრძოდი, როცა ვიყავი ადვოკატი. დღეს ეს ადამიანები – მე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია და სხვები თანამოაზრეები ვართ იმაში, რომ როგორც ცუდი იყო უსამართლობა იმ დროინდელი ხელისუფლების პირობებში, ასევე, ცუდია ახლაც. მოსამართლეებს, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ გამორჩეული იმ ხელისუფლების მსახურებაში, ჩააბარეს სასამართლო და აპირებენ, უზენაესი სასამართლოც იმათ ჩააბარონ. დღეს არის გადასარჩენი სამართალი ჩვენს ქვეყანაში და ვინც ამაში გვერდით დამიდგება, მათთან ერთად გავაგრძელებ ამის კეთებას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ცნობისათვის, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი – ზაზა დავითაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები