“კანონში იმპერატიულად დავწეროთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გამოცდას არ აბარებს”

“კანონში იმპერატიულად დავწეროთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გამოცდას არ აბარებს”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოპონენტებსაც არ უნდა ჰქონდეთ სალაპარაკო.
“ნორმაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შესახებ ეჭვი რომ არავის შეეპაროს და პრაქტიკაში ამის ინტერპრეტაციის საშუალება არ იყოს, კანონში იმპერატიულად დავწეროთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გამოცდას არ აბარებს. სხვაგვარი აღქმის საშუალება არ უნდა იყოს და ეს ჩვენს ოპონენტებსაც არ უნდა ჰქონდეთ სალაპარაკოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები