ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ბანერი გადმოფინეს წარწერით – „კლანი” უნდა წავიდეს“ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ბანერი გადმოფინეს წარწერით – „კლანი” უნდა წავიდეს“.
„მთავარი კითხვა მაქვს – მეორე მოსმენის დროს პრინციპების შეცვლა რომ არ არის შესაძლებელი, რომელი ჩანაწერით, მუხლითა და კონკრეტული ფორმულირებით მიიჩნევთ, რომ შესაძლებელია, მეორე მოსმენის ტექსტში შეიცვალოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის პრინციპი; პრინციპია, მათ შორის, გამოცდის ჩატარების საკითხიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, პარლამენტში პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილს გაითვალისწინებს “ქართული ოცნება.” დღესვე კანონმდებლებმა მეორე მოსმენით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ.
შეგახსენებთ, რომ სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. სესიის დაწყებისას ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები