გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ და ახალი „ნაცმოძრაობა“ შეეცდებიან, მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდებიან, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპონენტებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესი დესტაბილიზაციაა.
„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმე საკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები