ეკა ბესელია: ვენეციის კომისიის დასკვნა მწვავეა, მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას მმართველ გუნდს სერიოზული სენი შეეყარა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა მწვავეა.
“მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა. ვენეციის კომისიის დასკვნა უმწვავესია, თუმცა, მმართველ გუნდს ის არ აინტერესებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით კი, მოსამართლეთა გამოცდასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია აქვს, რაც, მისი აზრით, მისასალმებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები