გოგი წულაია: საზოგადოება როგორ არის მომწიფებული არა „ნაცის“ და არა „ქოცის“ მისაღებად, ამას ეს არჩევნები აჩვენებს

“საზოგადოება როგორ არის მომწიფებული მესამე ძალისთვის, ანუ არა „ნაცის“ და არა „ქოცის“ მისაღებად და ხმების მისაცემად, ამას ეს არჩევნები აჩვენებს”, – ამის შესახებ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წულაიამ კონკურენტების შესახებაც ისაუბრა. როგორც გაირკვა, ზესტაფონში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე იქნება.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ – პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა.
„ბაქარს “გამარჯობით” ვიცნობ. ახლოს არ ვიცნობ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რომ მთავარი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო. ეს ანგარიშგასაწევი ძალაა. პარტიამ შეინარჩუნა თავისი ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება. ამ წუთას საზოგადოება როგორ არის მომწიფებული მესამე ძალისთვის, ანუ არა „ნაცის“ და არა „ქოცის“ მისაღებად და ხმების მისაცემად, ამას ეს არჩევნები აჩვენებს. მე იმედი ამქვს, რომ დადგა ის მომენტი, როცა ადამიანებს ყელში აქვთ ამოსული ამ ორი ძალის ვითომ ერთმანეთში ჭიდაობა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი გოგლიჩიძეს – არ მგონია, ზესტაფონის სოფლებში იცოდნენ, რომ ის რეპრესირებულია, ტრაგედია გადახდა თავს. მე, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ მას. ერთ-ერთი ის ადამიანი ვიყავი, ვინც მაშინ („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისფლების დროს) ამ რეპრესიებს აპროტესტებდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხმებს ადმინისტრაციული რესურსით მიიღებს“, – განაცხადა წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები