ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობის შესაძლოა დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა პრემიერს უნდა დაუსვან, რადგან მსგავს გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს.
„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.