„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.
პარტიის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.
როგორც ისინი აცხადებენ, სხდომაზე ვენეციის კომისისიის რეკომენდაციების ძირითად ნაწილს გაითვალისწინებენ, თუმცა არის პუნქტები, რომლის ირგვლივაც გუნდში განსხვავებული პოზიციებია, მათ შორისაა კონკურსში მონაწილე არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებისა და კენჭისყრის ღია მეთოდით ჩატარების საკითხები.
წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდი არ აპირებს იმ პუნქტის გათვალისწინებას, რომლის მიხედვითაც, ევროპელი ექსპერტები მმართველი გუნდს ურჩევენ, მოსამართლეთა ერთი ნაწილი მომავალი მოწვევის პარლამენტმა შეარჩიოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ასახვას ვერ ჰპოვებს.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები