ლაშა ნაცვლიშვილი: რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგი ამ საჩივარს არ მიიღებდა

შავგულიძემ თავის თავი თავად გაშიფრა, როცა პოლიტიკურ კანიბალებს შეეკრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარკონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ნინო ჟიჟილაშვილთან გადაცემაში სტუმრობის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა სამი ამოცანა საქმეზე: მიეღო ისეთი ლმობიერი განაჩენი, რომლის ფარგლებშიც აღმსრულებლები არ დაასახელებდნენ დამკვეთებს. ხომ იყო ეს ამოცანა? იყო მეორე ამოცანა საზოგადოებრივი რეზონანსის გამო შექმნილიყო მართლმსაჯულების განხორციელების იმიტაცია და მესამე, ეს საქმე არ მოხვედრილიყო სტრასბურგში.

„სამივე ამ სურვილის აღსრულებაში ბატონმა შავგულიძემ ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო და გეტყვით როგორ: ეს მოხდა ნებსით, ჩემმა ლიდერმა კი არ თქვა, ეს თქვა შალვა შავგულიძემ, როდესაც მივიდა ბოკერიასთან. ამით დამთავრდა. ჩვენ გვქონდა ერთი მონაკვეთი, ეხლა გადაიწია და გამოჩნდა. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მე არ მქონდა უფლებაო გამესაჩივრებინა. მე ზუსტად ვიცი: რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგი არ მიიღებდა ამ საჩივარს. ხარვეზი დაშვებული ჰქონდა, იმიტომ, რომ გამოტოვა. სტრასბურგის სასამართლოში საქმე არ ეწყობა, მაგრამ ნახეთ ნეიტრალური ევროპელი მოსამართლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ფორმალისტი და რომელსაც ეუბნებიან, რომ აგერ გამოცდილმა ადვოკატმა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო, არ გაასაჩივრა აპელაციაზე, შესაბამისად, შიდა პროცედურები არ აითვისა და არ უნდა მივიღოთ ეს საქმე წარმოებაში, იმიტომ, რომ ათასობით სხვა საქმე გვაქვს მერე რიგში. აი, ამ დროს მიდის ქართველი ადამიანი, რომელიც იმ ცივ, ჩვენდამი ცივად განწყობილ ადამიანებს უხსნის ამ სისტემური დანაშაულის არსს და არ მითხრათ ეხლა, რომ ადამიანური ურთიერთობა არ მუშაობს არსად. ვერცერთმა თქვენმა სტუმარმა ვერასდროს ვერ დაამტკიცა რა უნდა ექნა მურუსიძეს. აი ვერავინ ვერ თქვა. თქვენ გისვამთ კითხვას იქნებ რომელიმე სწავლულმა ან უსწავლელმა, განათლებულმა ან გაუნათლებელმა პოლიტიკოსმა თქვას რა უნდა ექნა მურუსიძეს. მაგალითად შალვა შავგულიძე, ჯანდიერიც ამბობს სადღაც მოვისმინე კანონი უნდა დაერღვიაო” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები