ლაშა ნაცვლიშვილი: რისი უფლებამოსილება ჰქონდა მურუსიძეს და არ გააკეთა? ჯანდიერს და მწარიაშვილს უთხარით, რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა, ის განაჩენი დაწერონ

რისი უფლებამოსილება ჰქონდა მურუსიძეს და არ გააკეთა. ჯანდიერს და მაია მწარიაშვილს უთხარით, ხომ ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა დაეწერა? რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა, ის განაჩენი დაწერონ, – ამის შესახებ  ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

„იმ ვითარებაში გახდნენ ერთი წუთით მურუსიძენი, დასხდნენ და კალმით დაწერონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც სთხოვენ მურუსიძეს. როცა ისინი გადაწყვეტილებას დაწერენ ქაღალდზე და მოაწერენ ხელს, მოიშველიებენ კანონმდებლობას, საპროცესოს, მათ შორის, მერე ეს გადაწყვეტილება ავიღოთ, ავიღოთ მურუსიძის გადაწყვეტილებაც და მსოფლიოს სამ საუკეთესო იურიდიულ კომპანიას შევუკვეთოთ ექსპერტიზა, ესენი არიან მართლები, თუ ის იყო“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დემაგოგიაა, როცა არ ისმება კითხვა, რომ მურუსიძე იყო ვალდებული გამოეტანა უკანონო განაჩენი.

„ეს შედეგი დააყენა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დაგეგმა, ჯერ მოკლა, მერე მართლმსაჯულება გაამრუდა, მერე თავზე დაახია სამართალი , მერე შეიწყალა და გამოუშვა მურუსიძე ამბობს არ ვიყავი მსხვერპლიო და ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა ის მსხვერპლად თუ სხვამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მსხვერპლი იყო მთელი ქვეყანა, ერთი კაცის დიქტატის. ჩემთვის ასჯერ მძიმეა, უსამართლობას ვებრძოდი და ვაკრიტიკებდი, ახლაც მაწუხებს უსამართლობა, როდესაც რეჟიმის შემოქმედები, მკვლელები და მათი გამპრავებლები მას ეძახიან მკვლელს და ამაში ხელს უწყობს ადამიანი, რომელიც ჩვენს მხარეს იყო. ძალიან ხომ არ გავაყოყოჩეთ ყველამ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასთან ასოცირდებიან? რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას შალვა შავგულიძე, რომ მიუტევოს სისტემის ორგანიზატორებს, ბოკერიას მიუტევოს და არ მიუტევოს რიგით შემსრულებელს. მურუსიძე რიგითი შემსრულებელიც არ იყო. საიდან ეს უფლებამოსილება? ჯანდიერი ამბობს, რომ მურუსიძე არის ვირუსი და ბოკერია არის ანტივირუსი, სირცხვილი არ არის ? აღარაფერი აღარ არის ამქვეყანაზე, რომ მურუსიძე ვირუსია და ბოკერია ანტივირუსი?“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები