ჩუგოშვილი: პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება უზენაესი სასამართლო, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი და ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რვა მოსამართლე რჩება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში.

,,რაღაც რაოდენობის მოსამართლეებით აუცილებლად დასაკომპლექტებელია უზენაესი სასამართლო და ეს დროულად გასაკეთებელია“,-აცხადებს ჩუგოშვილი.

მისი მოსაზრებით, სრულიად შესაძლებელია, რომ უზენაეს სასამართლოში გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები შემდეგი მოწვევის პარლამენტს გადაეცეს, რომ არ იყოს ზედმეტი წუხილი საზოგადოებაში.

„მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და არც სხვებისგან ველოდები დიდი პრობლემის დანახვას ამ კუთხით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები