მამუკა მდინარაძე: კობახიძეს ოპონენტები დიდი სიმძაფრით ებრძვიან, რადგან დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ოპონენტები დიდი სიმძაფრით ებრძვიან, რადგან დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სადმე გინახავთ, რომ სუსტ პოლიტიკურ ოპონენტს ებრძოდნენ? ლოგიკურია, რომ განსაკუთრებული სიმძაფრით ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტს ებრძვიან. ირაკლი კობახიძის მიმართ დაბრალებებით, ტყუილებითა და მანიპულაციებით პიარკამპანიის აგორების შტურმი მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან ძლიერი პოლიტიკური ოპონენტია და მის საწინააღმდეგოდ არაჯანსაღ კამპანიას ვხედავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის კამათი მოხდა. ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები