არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა

“ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვების დროს ცვლილებების შეტანა რეგლამენტით შესაძლებელია.
“ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა ადამიანისთვის იყო საჯარო, როგორც კი გამოქვეყნდა და პრაქტიკულად, უმრავლესობის ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასცნობოდა ამ დასკვნას. უბრალოდ, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ხვალ დილიდან გაგრძელდეს განხილვა პლენარულ სესიაზე, განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა აისახოს კანონპროექტის ტექსტში. ცვლილებების შეტანა კანონპროექტის ტექსტში რეგლამენტით შესაძლებელია მისი განხილვის დროს. შესაბამისად, ის რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა, სწორედ პლენარულ სესიაზე პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში. სწორედ ამას ემსახურებოდა ის, რომ დღეს ჩვენ უკვე დღის პირველი ნახევრიდანვე დავიწყეთ კანონპროექტის განხილვა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები