ისკო დასენი ადასტურებს, რომ ხმა სხვა დეპუტატის პულტით მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისკო დასენი ადასტურებს, რომ პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმა სხვა დეპუტატის პულტით მისცა.
როგორც დასენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მან თანაპარტიელის – ვიქტორ ჯაფარიძის პულტი გამოიყენა და ხმა მისცა.
მისი თქმით, ჯაფარიძე, კენჭისყრის დროს, საპარლამენტო დარბაზიდან გასული იყო, რის გამოც მან კოლეგის პულტს დააჭირა ხელი.
დასენი ამბობს, რომ თუკი მან რეგლამენტი დაარღვია, მზადაა, დაისაჯოს.
“მეგობარი ჯაფარიძის ნაცვლად დავაჭირე ღილაკს თითი”, – აცხადებს ისკო დასენი.
ოპოზიციური ფრთის დეპუტატები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე, დარღვევების შემთხვევაში, მხოლოდ ოპონენტებს აჯარიმებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები