მერაბ ქვარაია: ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს

“ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს, ის უდრის მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას”, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული, ახლო წარსულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა.
“ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. ის უდრის მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას”, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული, ახლო წარსულია, სადაცაა უსამართლობა, დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, წინსვლა და არა – ნაბიჯი უკან ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, არც დღეს და არც მომავალში, წარმატების არანაირი შანსი აქვს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები