ირაკლი კობახიძე: მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება, განხილვა ხვალ გაგრძელდება

“გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია, კანონპროექტში ტექსტობრივად აისახოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ განიხილება, ამაზე შევჯერდით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
” ტექსტი იქნება ასახული უკვე დოკუმენტში და, ამის საფუძველზე, ხვალ დილით უკვე შედგება საგნობრივი განხილვა უმრავლესობის ფორმატში. ამის შემდეგ, ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება ამ კანონპროექტის განხილვა. ჩვენ კოლეგების მოსაზრება გავიზიარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, საბოლოო ტექსტი არსებობდეს, რომელზეც მსჯელობის საშუალება იქნება. ამის შემდეგ განვაგრძობთ პლენარულ ფორმატში მუშაობას. საპარლამენტო განხილვა ხვალ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები