ეკატერინე მიქაბაძე OECD – ის ორგანიზებული „მწვანე სამოქმედო პროგრამის” განხორციელების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

18-19 აპრილს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნია, რომ 2018 წელს ეკატერინე მიქაბაძე მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჯგუფის ვიცეთავმჯდომარედ იქნა არჩეული.
წლევანდელ შეხვედრაზე განიხილება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგრამის ფარგლებში „Green action Task Force”-ის 2019-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამის “EU4Environment” ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, აგრეთვე, მდგრად ინფრასტრუქტურასა და წიაღთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობასა და კონტრიბუციას მიზნობრივი ჯგუფის საქმიანობაში. ამასთანავე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენს ბიუროს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს OECD და პარტნიორი ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები