საჯარო რეესტრსა და “საქართველოს ეროვნულ ბლოკჩეინის სააგენტოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ივანე ცარციძემ და ბლოკჩეინის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ ყამარაულმა მოაწერეს ხელი.
როგორც “კვირას” საჯარო რეესტრიდან აცნობეს, მემორანდუმი “ბლოკჩეინის” ტექნოლოგიისა და განაწილებული მონაცემთა ბაზების სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ტრენინგების პროგრამის შემუშავებას, ასევე, შესაბამის პროექტებში ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და სამართლებრივი რეგულირების ექსპერტების ჩართულობას ითვალისწინებს.
უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში “ბლოკჩეინის” ტექნოლოგიის გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლიდან დაიწყო და მსოფლიოში პირველი საჯარო უწყება გახდა, რომელმაც ეს ინოვაციური ტექნოლოგია სახელმწიფო სერვისებში დანერგა. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან “ბლოკჩეინის” ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. “ბლოკჩეინში” ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები