თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მკვლევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დანიელმა მკვლევარებმა განსაკუთრებული ინტერესი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ გამოხატეს.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისა და გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ მოტივირებულ და დაინტერესებულ ჯგუფთან ურთიერთობა. ეს ახალგაზრდები მომავალი მკვლევრები და პოლიტიკოსები არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება როგორც რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ისე – საქართველოს მიღწევებსა, თუ გამოწვევებზე “, – განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები