საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განიხილეს

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე – აღნიშნული საკითხი მსჯელობის მთავარი თემა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე.
​მხარეებმა რეკომენდაციები დეტალურად განიხილეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
​ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტულ რეკომენდაციების შესახებ მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში წარიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ შორის, საუბარია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებასა და ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეეცდება, კოლეგები რეკომენდაციების გაზიარების საჭიროებაში დაარწმუნოს.
​პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები