ხვალ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

ხვალ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აანონსებენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს სურს, სასამართლოზე სრული კონტროლი განახორციელოს; ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, მოსამართლეები მათ ემსახურებოდნენ.
“შექმნილ ვითარებაში, ვისთვისაც ძვირფასია სამართლის უზენაესობა, ველოდებით ხვალ საპროტესტო მსვლელობაზე, რათა ხელისუფლებას დავანახოთ საზოგადოების პროტესტი“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები