ანა დოლიძე: მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა ფორმალური დამოკიდებულება ვენეციის კომისიის მიმართ

“მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა ფორმალური დამოკიდებულება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მიმართ, როგორიც ვენეციის კომისიაა”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უამრავი ცვლილების ნაცვლად, კობახიძე აპირებს, რომ ერთი ან ორი ცვლილება გაითვალისწინოს. „მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა ფორმალური დამოკიდებულება ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მიმართ. უამრავი ცვლილების ნაცვლად, კობახიძე აპირებს, რომ გაითვალისწინოს ერთი ან ორი ცვლილება და ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიულობას ვერ შესძენს პროცესს, რომელიც წარიმართება. ეს მოიტანს ძალიან ცუდ შედეგსა და უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას. ვენეციის კომისია ჩვენი პარტნიორია და მის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულება – ჯერ დაჩქარება და მერე მისი რეკომენდაციების გვერდზე გადაგდება – ჩვენი სახელმწიფოსთვის მძიმე რეპუტაციულ დარტყმას მოიტანს“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები