კობახიძე ბესელიას: პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ  პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რასაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა.
„ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა, მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებთ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტს-თქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ, მაგრამ ისე იქცევით… ყურადღებით, ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ცოტა ახლოს მოვიდე“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.
ეკა ბესელიას განცხადების პარალელურად, კობახიძემ მისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და ეკა ბესელიას მიმართა.
„გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“, – მიმართა კობახიძემ ბესელიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები