აკაკი ზოიძე: ნორმალური დასკვნაა, ვერც ოპოზიციის პათოსს გავიზიარებ, თითქოს, მწვავე კრიტიკაა

უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ვენეციის კომისიის დასკვაზე ოპოზიციის პათოსს არ იზიარებს, – ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ნორმალური დასკვნაა. ვერც იმ პათოსს გავიზიარებ, რაც ოპოზიციას აქვს, თითქოს, მწვავე კრიტიკა. ძალიან საქმიანი დასკვნაა იმაზე, სამართლის წამყვანი ექსპერტები რას მიიჩნევენ საჭიროდ, რათა გამჭვირვალობა და საჯაროობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს; მაქსიმალური პირობები შეიქმნას იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალი მოსამართლეები ავირჩიოთ. ძალიან ნორმალური რეკომენდაციებია. თუ ყველას არა, აბსოლუტურ უმრავლესობას გავითვალისწინებთ – ჩემი აზრით, უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები