კარლ ჰარცელი: ჩვენი სურვილია, ვნახოთ, რომ პროცესში ჩართული იქნება ყველა მხარე

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტს ეხება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ეხმაურება.
„ეს რეკომენდაცია აჩვენებს, რომ ვენეციის კომისია ნათლად აცნობიერებს, რომ ეს არის პოლიტიკურად დამუხტული პროცესი. რასაკვირველია, საბოლოოდ, არ არის მთავარი რჩევა, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ეხება სასამართლო სისტემის ტექნიკურ მხარეს. ჩემი აზრით, ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა იმსჯელონ. საინტერესოა, რამდენად განსხვავებული პოზიციები გამოითქმევა. ჩვენი სურვილია, ვნახოთ, რომ პროცესში ჩართული იქნება ყველა მხარე, მათ შორის – საქართველოს მოქალაქეები და ფართო მსჯელობით მივიღოთ სასურველი შედეგი”, – აღნიშნა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები