კალაძე სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტზე – “უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია”

“სამგორი-ლილოს მიმართულებით გამოცხადებული გვაქვს ტენდერი პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, კომპანია პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს.
„თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ის დაიწყებს პროექტზე მუშაობას. წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად სრული პროექტი, რის შემდეგაც სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ მის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები