ზვიად კვაჭანტირაძე: ყველა ერთად, ღირსეულად უნდა შევხვდეთ ამ მძიმე დასკვნას

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ვენეციის კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს აფასებს. როგორც მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, საზოგადოებამ ნახა, “რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა”.
„ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა ის დასკვა, რაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, გარკვეულწილად, მადისკრედიტირებელი განცხადებაც კი ვენეციის კომისიის მიმართ. როგორც ხუმრობით ვიცით თქმა, “რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა”, კარგად ნახა მთელმა საზოგადოებამ. ვინც ვერ დაინახა, ან დანახვა არ სურთ, მე მოვუწოდებ კარგად, სიტყვა-სიტყვით წაიკითხონ.
მე ვფიქრობ, ყველა ერთად, ღირსეულად უნდა შევხვდეთ ამ მძიმე დასკვნას, გავიზიაროთ იგი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ პუნქტების მიხედვით დეტალურად იყოს გაზიარებული. თუ ამას არ გააკეთებს მმართველი გუნდი, მაშინ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ჩავარდეს მისი მიღება. დასკვნის გათვალისწინების გარეშე კანონის მიღება ჩიხში შესვლაა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები