კვიპროსის პრეზიდენტი: კვიპროსზე მცხოვრები ქართველები ძალიან ავითარებენ ჩვენს სახელმწიფოს

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველო-კვიპროსს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვიპროსზე მცხოვრები ქართველები მათი ქვეყნის გაძლიერებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ კვიპროსზე, ძალიან ავითარებენ ჩვენს სახელმწიფოს არა მხოლოდ კულტურული კუთხით, არამედ – ეკონომიკური გაძლიერების პროცესშიც დიდ მონაწილეობას იღებენ. მეათე საუკუნიდან ფიქსირდებიან ქართველები კვიპროსზე, მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს მონასტერი უცხო დარბევის გამო მიტოვებულ იქნა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა მოლაპარაკებები და არქეოლოგიური გათხრები გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს აღნიშნული ეკლესიის ნანგრევები.
​ამ ჩვენი საუკუნეობრივი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ გადასცა საქართველოს მიწის ნაკვეთი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც უკვე არსებული მეათე საუკუნის ნანგრევებია, ახალი მონასტერი აიგოს“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები