სალომე ზურაბიშვილი: ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

“ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ვისაუბრეთ”, – ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კვიპროსი იზიარებს იმასაც, რომ მეტი ევროპა უნდა იყოს საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. „ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკავშირის პარტნიორების მიმართ. მზადყოფნა არის კვიპროსის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს იქნა ნათქვამი. ყველანაირად დაგვეხმარა კვიპროსი ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა ყოფილიყო საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. ამას იზიარებს კვიპროსიც, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროკავშირში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები