ნინო ჯავახაძე: მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას ვგეგმავთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, პირდაპირ ,,იმედის” პირდაპირ ეთერში სამინისტროს მიერ დაგეგმილი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმასა და მართვის მოწმობის გამოცდისთვის ახალი კომპონენტის დამატებაზე ისაუბრა.
„ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურულად ყველაფერი მზად არის. მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანა გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს ცვლილებები პარლამენტში წარვადგინოთ საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას. როგორც კი ცვლილებები ძალაში შევა, უკვე ამოქმედდება ეს რეგულაცია.“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მართვის მოწმობის ახალი კომპონენტი მძღოლების რეალურ სივრცეში გამოცდას გულისხმობს.