რობერტ სტურუამ გულის ოპერაცია გაიკეთა
„დღეს რობერტ სტურუას ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია გულზე წარმატებით დასრულდა! რუსთაველის თეატრი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ რობერტს. გვიყვარხარ” – ამ ტექსტს ავრცელებს რუსთაველის თეატრი თავის გვერდზე.
,,პრაიმტაიმი” მსახიობების კომენტარებს აქვეყნებს:
მარინა კახიანი: – ვიცი, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და კარგადაა. საქართველოში გაიკეთა, კონკრეტულად – სად, არ ვიცი. ჯერ არ მინახავს. ბატონი რობერტი ძლიერი პიროვნებაა და თავის ტკივილებს თავს არავის ახვევს. რეპეტიციებს გადიოდა, მთელი დატვირთვით მუშაობდა. არ იმჩნევდა, თუმცა ვიცოდით, რომ გული აწუხებდა.
მურმან ჯინორია: – ღმერთს დიდება, კარგად უნდა იყოს. დიდებული ხელოვანი.
დათო დარჩია: – გული აწუხებდა, ოპერაცია გაიკეთა და კარგადაა.