„პანორამა თბილისის” ობიექტზე 3 მუშა დაშავდა (ვიდეო)
„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ლითონკონსტრუქციიდან ჩამოვარდნენ. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.
ერთ-ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.