ლაშა მიქავამ ბაჰრეინში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ ბაჰრეინის სამეფოში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მინისტერიალი ყოველწლიურად გლობალური სამეწარმეო ქსელის ფარგლებში იმართება და აერთიანებს 170-ზე მეტი ქვეყნიდან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, ინოვაციური მეწარმეების ხელშემწყობ ორგანიზაციებსა და ა.შ.
​როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალზე ლაშა მიქავა მოხსენებით წარდგა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.
მინისტერიალის ფარგლებში, ლაშა მიქავამ ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა.
​ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის ორგანიზატორებთან საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობაც განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები