გია აბაშიძე: გილოცავთ, ვენეციის კომისია “კლანს” შეუერთდა

“ნამდვილად არ ველოდი, რომ ვენეციის კომისია ამისთანა მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ “კლანზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კომისიის პოზიციების ნაწილი შეუსაბამოა ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრებასთან.
“გილოცავთ, ვენეციის კომისია “კლანს” შეუერთდა! გადავხედე კომისიის რეკომენდაციებს, მოვუსმინე მმართველი პარტიის ზოგიერთი ოპონენტის განცხადებებსაც. ნამდვილად არ ველოდი, რომ ვენეციის კომისია ამისთანა მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ “კლანზე”. ფაქტობრივად, შეუერთდა ამ “კლანს”, დააფიქსირა რა საკუთარი პოზიციები, რომელთა ნაწილი შეუსაბამოა “ქოცების” ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრებასთან. თუმცა, ამ ოპონენტებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? იმ გუნდიდან, მაგალითად, მახსენდება ექსელჩი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი, რომელსაც, თურმე, ქვეყნის პრეზიდენტის პორტრეტის საელჩოებში გაგზავნა მეგალომანიად მიაჩნია.
რეკომენდაციებზე დანარჩენი სჯა-ბასი კი უკვე პოლიტიკური ინსინუაციების თემაა”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები