აფხაზეთის მეომართა კავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის მეომართა კავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“16 აპრილს, 17:00 საათზე, აფხაზეთის მეომართა კავშირი და ვეტერან მეთაურთა საბჭო აფხაზეთის მეომართა კავშირის ოფისში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N 89/24 ) გამართავს ერთობლივ სხდომას, სადაც განხილული იქნება აფხაზეთის ა/რ მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა, რომელიც არ ემსახურება აფხაზეთიდან დევნილებისა და, მით უფრო, ვეტერანების ინტერესებს.
​სხდომაზე გამოვკვეთთ შემდგომი მუშაობის სტრატეგიას, რომელიც მოემსახურება უმნიშვნელოვანეს საკითხებს – აფხაზეთში დაბრუნებასა და ქვეყნის გაერთიანებას”, – ნათქვამია აფხაზეთის მეომართა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები