დავით სერგეენკო: ვეთანხმები, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს. როგორც მან აღნიშნა, საარსებო მინიმუმი სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება.
„საარსებო მინიმუმი ითვლება მეთოდოლოგიით, რომელიც არის დამტკიცებული. სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.
​სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი. ამავე მონაცემებით, ექვს- და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები