კახა მიქაიამ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ დატოვა

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ ორგანიზაცია დატოვა და იგი, ახლო მომავალში, საზოგადოებას საკუთარ პოლტიკურ გეგმებს გააცნობს, – ამის შესახებ „კვირას“ კახა მიქაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, იგი მომავალ პოლიტიკურ გეგმებს შუალედური არჩევნების შემდეგ გაახმაურებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო”.
ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!
რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში“, – აცხადებს კახა მიქაია.
ცნობისათვის, 13 აპრილს ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას კახა მიქაიაც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები