„ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ამერიკის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პროგრამა განსაკუთრებულ როლს ასრულებს”

“შეგვიძლია, დაბეჯითებითა და სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ესოდენ მაღალ დონეზე, როგორიც არის დღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება არა მარტო ღირებულებით, არამედ – რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან სტაბილურობითა და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი საერთაშორისო და საშინაო ორიენტაციისა და განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან საქართველოსთვის აღმოჩენილი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარების ახალი ინიციატივებისთვის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუციები და განცხადებები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არა მარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ – საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც.
„ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ამერიკის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პროგრამა განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამ პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, გვაქვს საშუალება, ერთმანეთს გავუზიაროთ რეგიონული უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და სტრატეგიული ურთიერთობების მომავლის შესახებ მოსაზრებები.
კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მხარდაჭერისთვის, ჩამობრძანებისთვის. მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მომავალში ახალ სიმაღლეებს მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები