თბილისში მომხდარ ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

წუხელ თბილისში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი, – 16 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები