მამუკა ბახტაძე: ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ

ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები