საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

ეკა მიშველაძემ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” სასამართლოში 3-წლიანი დავა მოუგო.

სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავას და საბოლოო გადაწყვეტილებას ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,აი, ასე დასრულდა საზმაუდან ჩემი უკანონოდ გათავისუფლების ამბავი! ეს ბრძოლაც მოვიგე! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს თავის სახელი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაერქვა! აი ასეა, ბრძოლას ყველთვის აქვს აზრი! მადლობა საიას, ჩემს ადვოკატს ნონა ქურდოვანიძე, რომელმაც თავდაუზოგავად იშრომა და იბრძოლა! მადლობა იმ ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვინც ასევე სულ მხარში მედგა! უფ რა მაგარი ამბავია”, – წერს მიშველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები