სულხან სალაძე: მოსამართლის კაბინეტი გატეხეს და სამუშაო მაგიდაზე უხამსი ფოტოები დატოვეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა.
სულხან სალაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსამართლის კაბინეტი დაუდგენელმა პირებმა გატეხეს, შეიპარნენ და სამუშაო მაგიდაზე უხამსი ფოტოები დაუტოვეს.
მისივე თქმით, ამ ფორმით კლანის არაწევრ მოსამართლეს დაემუქრნენ.
როგორც ის ადამიანი ამბობდა, ვისთანაც მე მქონდა საუბარი, ეს იყო ჩაკეტილი ოთახი, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა. მეორე დღეს დახვდა ღია და სამუშაო მაგიდაზე იყო პრინტერიდან ამობეჭდილი ფურცელი, სადაც უცენზურო რაღაც გამოსახულება იყო წარმოდგენილი. მოქმედი მოსამართლეა. ეს იყო შეტყობინება და მესიჯი კონკრეტული მოსამართლის მისამართით, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად იყო მისი ადგილი და მას უნდა სცოდნოდა, ვინ არის სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირი”, – განაცხადა სულხან სალაძემ.
სულხან სალაძემ მოსამართლის შესახებ დანარჩენი ინფორმაცია კონფიდენციალურად დატოვა.
აღნიშნულ ფაქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავს ინციდენტზე არაფერი სმენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები